ჰორმუზის სრუტეში, „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა - UKMTO

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ჰორმუზის სრუტეში „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემს ჭურვი დუბაიდან ჩრდილო-დასავლეთით 93 კმ-ში მოხვდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ იმყოფებიან.


მანამდე, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა. ამასთან, ჭურვი მოხვდა კიდევ ერთ სატვირთო გემს ომანიდან ჩრდილოეთით, რამაც გემზე ხანძარი გამოიწვია და მისი ევაკუაცია გახდა საჭირო.


გაერთიანებული სამეფოს საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“, ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროდან 46 კილომეტრში, კონტეინერმზიდ გემს დაუდგენელი ტიპის ჭურვი მოხვდა. UKMTO-ს ცნობით, გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია, თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის და მათი ვინაობა ცნობილია.


ინციდენტს ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს.

ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები“ ყველა გემს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გაივლის, სიფრთხილით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.