მელონის თქმით, აშშ-სა და ისრაელის იერიში ირანზე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცილდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს და რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ამჟამინდელი კრიზისი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია.


ამის შესახებ ჯორჯია მელონმა განაცხადა. Ansa-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო „ინტერვენცია, რომელშიც იტალია არ მონაწილეობს და არც აპირებს მონაწილეობას.“


იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იტალია „არ მონაწილეობს“ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო დარტყმებში და „არ სურს ომში ჩართვა.“


სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება.“


მელონის თქმით, „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.


იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.


„იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა,“ – განაცხადა მელონმა.