New York Times-ის ცნობით, მიმდინარე ომის ფონზე ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა. ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე.
ამის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება.
აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ძირითად ამერიკულ ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა.