ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, მისი წევრი ქვეყნები ისტორიაში ნავთობის უდიდეს რაოდენობას გაიტანენ ბაზარზე. ამის შესახებ განცხადებას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს.
11 მარტს სააგენტოს 32 წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა, რომ საკუთარი საგანგებო მარაგებიდან ნავთობის 400 მილიონი ბარელი გაიტანონ ბაზარზე, რათა გადაფარონ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ბაზარზე გაჩენილი პრობლემები.
-
ცნობისთვის, IEA-ს წევრი ქვეყნები:
ევროპა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო.
ამერიკა: კანადა, მექსიკა, აშშ.
აზია-წყნარი ოკეანე: ავსტრალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია.
სხვა: ჩილე, ისლანდია, ნორვეგია.გარდა წევრებისა, IEA აქტიურად თანამშრომლობს ე.წ. ასოცირებულ ქვეყნებთან (მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია).
საგანგებო მარაგები ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება თითოეული წევრი ქვეყნის ეროვნული გარემოებების შესაბამისი ვადების განმავლობაში და მას ზოგიერთი ქვეყნის მიერ მიღებული დამატებითი საგანგებო ზომები დაემატება.
ცნობისთვის, აქამდე IEA-ის წევრი ქვეყნების მიერ ბაზარზე კოლექტიურად გამოტანილი ნავთობის მარაგები 182.7 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას მოყვა.
აშშ-ისრაელის ომმა ირანთან, ნავთობის ექსპორტის პრაქტიკულად შეჩერება გამოიწვია ჰორმუზის სრუტის გავლით, რომელიც გლობალური ნავთობმომარაგების 25%-ს ზღვით ახორციელებს. ნავთობის ფასი თითქმის მეოთხედით მაღალია, ვიდრე ომის დაწყების დროს იყო და ექსპერტები ამბობენ, რომ IEA-ს ეს ნაბიჯი მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალი იქნება.