ტრამპი: თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია, დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია.“

ტრამპის განცხადებით, „თეირანის ისეთ ნაწილებს შეუძლიათ, დაარტყან, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ეს არ სურთ.“


„მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ. ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ,“  განაცხადა დონალდ ტრამპმა.