ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა  668 ადამიანმა გაიკეთა

15 მარტს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 668 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის 4 202 მედპერსონალი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო.

პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.