ტრამპი: პუტინი შეიძლება, ირანს ცოტათი ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ირანს ეხმარებოდეს.


„ვფიქრობ, ის შეიძლება, ცოტათი ეხმარება ირანს, კი, ალბათ. ის ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, არა?,“ – განუცხადა ტრამპმა გადაცემა „ბრაიან კილმიდის შოუს.“

აშშ-ის პრეზიდენტმა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას ეხმარება.


მანვე განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად.


„ჩვენ დრონების შესახებ ყველაზე მეტი ვიცით. სინამდვილეში, მსოფლიოში საუკეთესო დრონები გვაქვს,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ინტერვიუში ტრამპმა ირანზე საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ არ არის ორიენტირებული ირანის გამდიდრებული ურანის მიღებაზე.

„მაგრამ გარკვეულ მომენტში შეიძლება, ვიყოთ. ამჟამად ჩვენ მათი რაკეტებისა და დრონების განადგურებაზე ვართ ორიენტირებულნი,“ – განაცხადა ტრამპმა.