ირანში უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მოიხსენიეს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე იბრაჰიმ აზიზი აცხადებს, რომ „ისრაელის რეჟიმის“ დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა.“ 


„ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაეროს ქარტიის 51‑ე მუხლის შესაბამისად, მთელი თავისი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია,“ - წერს იბრაჰიმ აზიზი X-ზე.


შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თხოვნა მიიღო. ზელენსკის თქმით, სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში გაგზავნა, კერძოდ, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.