ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, შუა დერეფანი სავარაუდოდ, საკონტეინერო გადაზიდვების ხარვეზს შეავსებს - ADY

შუა დერეფანი შეიძლება, საკონტეინერო ტრანსპორტის მთავარი ალტერნატივა გახდეს, თუ ჰორმუზის სრუტე დაიხურება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წერს.


მამედოვმა აღნიშნა, რომ სრუტეში შეფერხებებმა შეიძლება, შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც აკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას, ამასთან, გაიზრდება ლოგისტიკური ხარჯები.


„ასეთ სცენარში, ალტერნატიული მულტიმოდალური მარშრუტები მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი მათგანია შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს,“ - აღნიშნა მამედოვმა.


შუა დერეფანი არის სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტი, რომელიც გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში და აკავშირებს აზიას ევროპასთან. ის წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. მარშრუტი იწყება ჩინეთში და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ, ვიდრე ევროპას მიაღწევს, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. შუა დერეფანი არის სახმელეთო მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო გზებს და აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს - ევროპასთან.