NATO თურქეთის ადანის პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO თურქეთის ადანის პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს.


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილი სარაკეტო საფრთხის გამო, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ინჯირლიკის ავიაბაზაზე განთავსდება, სადაც NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალები იმყოფებიან.


„ჩვენი საჰაერო სივრცისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ადანაში უკვე იქ არსებული ესპანური Patriot-ის სისტემის გარდა, კიდევ ერთი სისტემა განთავსდება,“ - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.


ცნობისთვის, გასულ კვირას, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე NATO-მ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში ქურეჯიქის სარადარო ბაზასთან ახლოს განათავსა.