აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა მთავარი მილსადენებით, 7.45 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაზიდა, რაც 4.8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ანგარიშგების პერიოდში, გაზის მთლიანი მოცულობის 49.4%-ის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენი.
ამ მარშრუტით სულ 3.68 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.9%-იან ზრდას ასახავს.
ხსენებული მილსადენი შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან მოპოვებულ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ატარებს.