„აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომში სხვადასხვა მიზანი აქვთ“ - აშშ-ის დაზვერვის უფროსი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომში სხვადასხვა მიზანი აქვთ.


„პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნები განსხვავდება ისრაელის მთავრობის მიერ დასახული მიზნებისგან. ოპერაციებიდან ჩანს, რომ ისრაელის მთავრობა ირანის ხელმძღვანელობის განადგურებაზეა ორიენტირებული.


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მიზნებია ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების, ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობებისა და საზღვაო ძალების განადგურება,“ – აღნიშნა გაბარდმა.