ბელორუსმა 250 პატიმარი გაათავისუფლა, აშშ სანქციების შემსუბუქებას დათანხმდა

ვილნიუსში აშშ-ის საელჩოს ცნობით, 19 მარტს, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ბელორუსის მთავრობამ 250 პატიმარი გაათავისუფლა. Reuters-ის ცნობით, 15 ადამიანი ლიეტუვაში გადაიყვანეს. ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე” 250 პატიმარი გაათავისუფლა.


გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი დათანხმდა ბელორუსის ფინანსური სექტორისთვის, მათ შორის, „ბელინვესტბანკისთვის“, სანქციების შემსუბუქებას და მოხსნა აშშ-ის ყველა დარჩენილი სანქცია კომპანიების, „ბელარუსკალის“, „ბელორუსული კალიუმის კომპანიისა“ და „აგროროზკვიტის“ მიმართ.


პატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 19 მარტს ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის ბელარუსში ვიზიტისა და ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.