აშშ-ის პრეზიდენტი: ირანმა „ტრამპის სრუტე უნდა გახსნას“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა და მას „ტრამპის სრუტე“ უწოდა.

„ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას,“ - განაცხადა ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


„მათ ტრამპის სრუტე უნდა გახსნან - ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ბოდიში, მაპატიეთ, ეს საშინელი შეცდომაა. „ფეიკ“ ნიუსი იტყვის, რომ „მან ეს შემთხვევით თქვა“, მაგრამ ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანში „სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და არა ომი.“

„ჩვენ ამას სამხედრო ოპერაციას ვუწოდებთ და არა ომს. ეს ასე სამართლებრივი მიზეზების გამოა. მე სამხედრო ოპერაციას ვუწოდებ, რადგან ამისთვის არანაირი ნებართვა არ მჭირდება. ომის შემთხვევაში კონგრესისგან ნებართვა უნდა მიიღო, თუ რაღაც ამგვარი რამ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.