აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელორუსის ლიდერს მადლობას უხდის „კიდევ 250 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის.“
ტრამპი წერს, რომ მოუთმენლად ელოდება ლუკაშენკოსთან შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ მორიგ შეხვედრაზე.
„გასულ კვირას ბელარუსში ჩემი ელჩის, ჯონ კოულის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ამით გასული წლის მაისიდან მოყოლებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს. მინდა, პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამის გაკეთებისთვის. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ყოფნას „მშვიდობის საბჭოს“ შემდეგ შეხვედრაზე,“ – წერს დონალდ ტრამპი.
ბელორუსის ხელისუფლებამ 2026 წლის მარტში დაახლოებით 250 პატიმარი გაათავისუფლა. 2025 წლის დეკემბერში კი, კიდევ 123 მსჯავრდებული, მათ შორის ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა გაათავისუფლეს.