NATO ადასტურებს, რომ გაანეიტრალა ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

NATO ადასტურებს, რომ გაანეიტრალეს ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა.


„ორშაბათს, 30 მარტს, NATO-მ კვლავ წარმატებით მოიგერია ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა,“ - აცხადებს ალიანსის პრესსპიკერი ალისონ ჰარტი.


მისი თქმით, NATO მზადაა, მსგავს საფრთხეებს უპასუხოს და მოკავშირეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.“


შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა, რაც ირანში ომის დაწყების შემდეგ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების მეოთხე შემთხვევაა.