ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განახადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს. ამის მიზეზად ნეიტრალიტეტის შესახებ კანონი სახელდება.
"მოთხოვნები ნამდვილად იყო და ისინი თავიდანვე უარვყავით," - განაცხადა პოლკოვნიკმა მიხაელ ბაუერმა.
ავსტრია იგივე პრინციპს იყენებს სხვა ქვეყნების მიმართაც, რომლებიც სამხედრო კონფლიქტში არიან ჩართულნი.
ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს იცავს და NATO-ში არ არის.
თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა NATO-ს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ.
ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა 1955 წლიდან და ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით გარშემორტყმულია NATO-ს წევრი სახელმწიფოებით, ხოლო დასავლეთით ესაზღვრება ნეიტრალურ შვეიცარიას.