გაეროს გენმდივანი: უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ

გაეროს გენერალური მდივანი აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ მოუწოდებს.

ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იურკში ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს და დრამატული იქნება.


“უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება…

როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ…

ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები.


ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები,” - განაცხადა გუტერეშმა.