აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ტრამპმა ბონდი შეაქო, როგორც „დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარი“, რომელმაც „დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია“ წარმართა. ტრამპის თქმით, ბონდი მალე კერძო სექტორში გადაინაცვლებს, თუმცა მას დეტალები არ დაუზუსტებია. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეპარტამენტს დროებით უხელმძღვანელებს გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში, რომელიც ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატია.
თავის მხრივ, ბონდიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
„პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული და უაღრესად წარმატებული მცდელობების ხელმძღვანელობა, რომ ამერიკა უფრო უსაფრთხო და დაცული გახდეს, ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო.“
მედია წერს, რომ ბომდი ჯეფრი ეფშტეინის საქმესთან კავშირში არსებული ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ტრამპი ასევე უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბონდი საკმარისად სწრაფად არ მოქმედებდა მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით.
ბონდი ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის მეორე თანამდებობის პირია, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მარტში ასევე გაათავისუფლეს უსაფრთხოების უფროსი კრისტი ნოემი.