ირანში ხიდის აფეთქების შემდეგ, ტრამპმა სამიზნედ ელექტროსადგურები დაასახელა

ირანში ხიდის აფეთქების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შემდეგი სამიზნე ელექტროსადგურები იქნება. დონალდ ტრამპი ირანს კიდევ უფრო ძლიერი და მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა, თუ თეირანი შეთანხმებაზე უარს იტყვის.


„ჩვენს არმიას - მსოფლიოში უდიდესს და ყველაზე ძლიერს (უზარმაზარი სხვაობით!) - ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, შემდეგ -ელექტროსადგურები! ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რა უნდა გაკეთდეს - და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე თავდასხმა განხორციელდა. ირანის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი და 95 დაიჭრა. 


ეს ხიდი ირანის დედაქალაქს აკავშირებს ქალაქ ყარაჯთან. სახელმწიფო მედია ამ ხიდს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მაღალ ხიდს უწოდებს.