საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები Danube Cup 2026-ის ჩემპიონი გახდა. მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონობაც იზეიმა.
ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე სლოვაკეთის, ავსტრალიისა და კანადის ნაკრებები დაამარცხეს.
Danube Cup 2026-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა.