აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო ლიბანი.
ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან დაკავშირებით შენელდება, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის პირობაა, არამედ - ისრაელის კეთილსინდისიერებით შეერთებული შტატების მიმართ, ასევე, ირანთან მოლაპარაკებების „წარმატების“ სურვილით.
„შეხედეთ, თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს კონფლიქტში, ლიბანის გამო - რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო - შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო, ეს საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია,“ - აღნიშნა ვენსმა.
მისი შეფასებით, ირანთან „ლეგიტიმური გაუგებრობა“ მოხდა, რომელმაც, შეცდომით გაიგო, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში იქნებოდა.
„ვფიქრობ, ირანელები ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა და ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება. ჩვენ არასდროს მიგვითითებია, რომ ასე მოხდებოდა,“ - აღნიშნა ვენსმა.
"ჩვენ ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა ირანზე იქნებოდა ორიენტირებული, ის ამერიკის მოკავშირეებზე როგორც ისრაელზე, ასევე, სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე იქნებოდა ორიენტირებული,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, აშშ არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუ ირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, დარჩენილ მიზნებს ისრაელი ან შეთანხმების მეშვეობით ან ომის განახლებით მიაღწევს.
"ჰეზბოლას გამო. შეთანხმება მათ არ მოიცავს. ესეც მოგვარდება. ყველაფერი რიგზეა," - თქვა თავის მხრივ, ტრამპმა.
"ეს შეთანხმების ნაწილია, ყველამ იცის ეს. ეს განცალკევებული დაპირისპირებაა." - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიესალმება თუ არა ისრაელის იერიშებს.