აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი. ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა ისლამაბადში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას მიაღწევს.
„ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება - შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე.
ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, 20 წელზე მეტ ვადაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი,“ - აღნიშნა ტრამპა.
„მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანის მხრიდან ოფიციალური პასუხი ამ დროისთვის არ გავრცელებულა.