თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო დოკუმენტი გააფორმეს

თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ლონდონში „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო დოკუმენტს მოაწერეს ხელი.


დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრ ივეტ კუპერს შორის შეხვედრის დროს.


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩარჩო ორ ქვეყანას - NATO-ს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად მტკიცე საფუძველს ქმნის, რომლებსაც აკავშირებთ ისტორიული მეგობრობა, შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები და საერთო პერსპექტივები საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრსა და გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მისწრაფებებზე. 


დოკუმენტი მიზნად ისახავს თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა, თავდაცვა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.