საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, კიბერთავდასხმის გამო, www.parliament,ge-ზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.

"პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე", - აღნიშნავენ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, კიბერთავდასხმის უკან ვინ დგას.