თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „მოუწოდა ევროკავშირს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რამაც შეიძლება, შეარყიოს ანკარის „კონსტრუქციული პოზიცია.“
მისი თქმით, „ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ან მიზიდულობის ცენტრი ვერ იქნება.“
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, თურქეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიოპია კვლავ ნარჩუნდება და ეს ბლოკის საკმაოდ ბევრ ინსტიტუტში ნათლად შეიმჩნევა.“
„...ხვალ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - აღნშინა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ „ევროპაში გადაწყვეტილების მიმღები პირები უარს იტყვიან თავიანთ პოლიტიკურ და ისტორიულ ცრურწმენებზე და ყურადღებას გაამახვილებენ თურქეთთან გულწრფელი, ნამდვილი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების განვითარებაზე.“