გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარე არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს.
ადვოკატების თქმით, მტკიცებულებებთან მიმართებაში დარღვევებია. ბევრი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია და არც ერთი გარემოებითა და არც ერთი მტკიცებულებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული არ დასტურდება.