რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან მოსკოვში სამხედრო აღლუმის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადა.
„ვფიქრობ, რომ საქმე დასასრულს უახლოვდება,“ - თქვა მან, როდესაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ გულისხმობდა, ამავდროულად დაგმო დასავლეთის მხარდაჭერა კიევის მთავრობის მიმართ. პუტინის მან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლა ომის გასამართლებლად გამოიყენა. ამ მან თქვა, რომ რუსეთი „სამართლიან“ ომს აწარმოებდა, უკრაინას „აგრესიული ძალა“ უწოდა, რომელსაც „NATO-ს მთელი ბლოკი აიარაღებს და უჭერს მხარს.“
მოგვიანებით, როდესაც პრესკონფერენციაზე ჰკითხეს დასავლეთის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ, პუტინმა განაცხადა: „ისინი (დასავლეთი) დახმარებას დაჰპირდნენ და შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციის გაღვივება დაიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს სერიოზული საკითხია.“
ზელენსკისთან შეხვედრაზე
,,კი, ბატონო ზელენსკი მზად არის პირადი შეხვედრა გამართოს. კი, ეს გამიგია. მაგრამ, ეს პირველად არ გვესმის. რა შეიძლება, ამაზე ვთქვათ, არასდროს გვითქვამს უარი და მე არასდროს მითქვამს უარი. ეს შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, კი. დაე, ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა, დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით.
მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე, რათა მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს," - განაცხადა პუტინმა.
ღონისძიებაზე გაცილებით ნაკლები ჟურნალისტი იმყოფებოდა, რადგან ბევრ საერთაშორისო მედიას არ მიეცა მასზე დასწრების უფლება.
თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ პირველად, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე, რომელსაც კრემლი, როგორც წესი, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის სამხედრო ძალის წარმოსაჩენად იყენებს, სამხედრო ტექნიკა არ იყო წარმოდგენილი.
ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილები 2014 წელს დაიკავეს, შემდეგ კი, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყეს.