14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 1143 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვაქცინაციისთვის 4 456 მედპერსონალი დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო.
პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.