ერდოღანი ყაზახეთში: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო გასაგები ხდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კასპიის ზღვის ტრანზიტის აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობას და მას „აბრეშუმის გზის თანამედროვე ეკვივალენტი“ უწოდა.


ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ესმით.


მან პირობა დადო, რომ ტვირთების გადაზიდვისა და ენერგორესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის, ანკარა ყაზახეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, დერეფნის პოპულარიზაციას გააგრძელებს.


„ჩვენ გვსურს, რომ ყაზახეთიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნედლი ნავთობის ექსპორტიორიდან, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის უფრო დიდი მოცულობები ჩვენი ქვეყნის გავლით გავიტანოთ,“ - განაცხადა ერდოღანმა.


ყაზახეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხუთშაბათს, 14 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი.