საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და განვითარების სტრატეგიაზე პრეზენტაცია გამართა.
ფედერაციის პრეზიდენტმა სტუმრებს ფედერაციის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა მიზანიც საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაციაა.
დიმიტრი აბდუშელიშვილმა ასევე წარადგინა მსოფლიოში ცნობილი, ტიტულოვანი უცხოელი მწვრთნელები და კონსულტანტები, რომლებიც ფედერაციასთან და ყველა ნაკრებ გუნდებთან ითანამშრომლებენ.
პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ყველა იმ ძირეულ ცვლილებას, რომელიც საწყლოსნო ფედერაციაში უკვე განხორციელდა, ან სამომავლოდ იგეგმება მათი განხორციელება.
კერძოდ: ახალი საწვრთნელი ბაზის შექმნა, მწვრთნელთა გადამზადების ცენტრის ამოქმედება, მეკარეების სასწავლო ცენტრის განვითარება და სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესება.
ხსენებულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა ფედერაციასა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საწყლოსნო სპორტის განვითარების მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის და მათ წარმატება უსურვა.
თავის მხრივ, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო სილვამ დადებითად შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო საქმიანობაში.