აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის — ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს გნცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პენტაგონმა ერთი კვირის წინ გადადო პოლონეთში 4 000 ამერიკელი სამხედროს როტაცია.


„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილებას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.


აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, იყო თუ არა ჯარისკაცების გაგზავნა, წინა დაგეგმილი განლაგების ნაწილი თუ ეს სხვა ოპერაციაა.


თეთრმა სახლმა ბოლო კვირების განმავლობაში მიანიშნა, რომ ევროპაში ჯარისკაცების საერთო რაოდენობის შემცირებას აპირებს — „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის ფარგლებში.


ამ თვის დასაწყისში აშშ-მ ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანდა ირანთან ომის გამო.


ტრამპმა უფრო ადრე გააკრიტიკა მერცი მისი ვარაუდის გამო, რომ აშშ ირანელმა მომლაპარაკებლებმა „დაამცირეს.“ 


ის ასევე აკრიტიკებდა ვაშინგტონის NATO-ელ მოკავშირეებს იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ აშშ-ს, ირანზე ზეწოლაში.