მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დასაჩქარებლად, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი საგზაო რუკას ქმნიან

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დასაჩქარებლად საგზაო რუკა მომზადდება. 


„სტამბოლში ჩავატარეთ მესამე მინისტერიალი „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ შესახებ. შევთანხმდით, რომ მოვამზადოთ საგზაო რუკა, რომელიც დააჩქარებს პროექტის განხორციელებას. ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკულ კავშირებს ეფუძნება,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე.