აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება და აღნიშნავს, რომ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც, ისინი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.