ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მილოცვის ტექსტს ქართულ მხარეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი უზიარებს.


აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამია, რომ ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაახლებლად და ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.


„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.


შეერთებული შტატები კვლავაც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში,“ – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.