უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების დავალება გასცა.
„ეს არის პრეზიდენტის ბრძანება, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. სასურველია — ზამთრამდე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. ეს აბსოლუტურად სწორი, დროული და კარგად გააზრებულია.“
ბუდანოვი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეიძლება, შეთანხმებები დატოვოს.
ამავდროულად, მან განმარტა, რომ უკვე არსებობს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები.“