ზელენსკი: ევროკავშირი თავის სიტყვას ასრულებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს.


„უკრაინა საკუთარ თავს და ამასთან, მთელ ევროპას იცავს. უკრაინა იმას აკეთებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავის სიტყვას ევროკავშირიც ასრულებს. პირველი კლასტერის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.


„ასევე, მოლდოვასაც ვულოცავთ ამ ნაბიჯს, რომელსაც ერთად ვდგამთ,“ - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.


ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნა.