სომხეთი აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით, სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

სომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 გაიმართება.


ყოველწლიური სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.


სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის (250 მონაწილე), ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის (58 მონაწილე), საფრანგეთის (24 მონაწილე) და საბერძნეთის (11 მონაწილე) სამხედრო მოსამსახურეები.


წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად გაიმართება.