აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზში, ვერსალის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტის მონაწილეებს, ოფიციალურად მოაწერა ხელი ირანთან მიღწეულ შეთანხმებას. ამერიკისა და ირანის პრეზიდენტების მკიერ ცალ-ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ შორის ლიბანში და ირანისთვის სანქციების მოხსნას.
14-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის სახელითაა ცნობილი, ცხადჰყოფს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ის ასევე ითვალისწინებს 300 მილიარდი დოლარის გამოყოფას ქვეყნის „რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ - თუმცა აშშ-ს ამ საკითხში არ მოეთხოვება წვლილის შეტანა. როგორც ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, აშშ-სთან შეთანხმება აჩვენებს, რომ თეირანმა „თავისი ღირსება და დამოუკიდებლობა არ გაცვალა რაიმე საფრთხის ან ზეწოლის სანაცვლოდ.“ ხსენებული შეთანხმება კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ გაცხადდა.
რა ვიცით ზოგიერთი ძირითადი პუნქტის შესახებ.
- საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში;
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში და შემდეგ ირანის საზღვრებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა 30 დღის განმავლობაში;ჰორმუზის სრუტის გახსნა. - 60 დღის განმავლობაში ნაოსნობა გადასახადის გარეშე.
- ირანმა ომანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ჰორმუზის სრუტის შესახებ ფართო და გრძელვადიანი შეთანხმება;
- ირანი არასდროს შექმნის და არ შეიძენს ბირთვულ იარაღს.
- ირანი და აშშ ითანამშრომლებენ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით;
- ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება;
- აშშ რეგიონში თავის პარტნიორებთან ერთად შექმნის ფონდს (სულ მცირე 300 მილიარდი აშშ დოლარი) ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
დონალდ ტრამპმა 17 ივნისს განაცხადა, რომ თუ ირანი ვალდებულებებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია განახლდება.
ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, რომელიც ჩართული იყო აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ თუ აშშ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას არც ირანი გააკეთებს.
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრა 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.