უზბეკეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაში ერთობლივი ფლოტის შექმნას გეგმავენ

უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ხურამ ტეშაბაევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი კასპიის ზღვაზე ერთობლივი ფლოტისა და ერთობლივი საწარმოს შექმნას გეგმავს. კერძოდ, საუბარია სს „უზტემირიულკარგო“ და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანია (ASCO) შორის მოსალოდნენ შეთანხმება.


„ეს ინიციატივები გააუმჯობესებს მულტიმოდალური ტრანსპორტის ეფექტიანობას, მიწოდების ჯაჭვებს უფრო მდგრადს გახდის და ექსპორტიორებისთვის ლოგისტიკურ ხარჯებს შეამცირებს,“ - აღნიშნა ტეშაბაევმა.


მისი თქმით, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.


კერძოდ, განიხილება უზბეკი ექსპორტიორებისთვის დამატებითი დახმარების ზომები, მათ შორის ტვირთის გადაზიდვაზე ფასდაკლებები, ყოვლისმომცველი სატარიფო გადაწყვეტილებების დანერგვა, ლოგისტიკური პროცედურების ოპტიმიზაცია და კონტეინერიზებული და საექსპორტო ტვირთებისთვის პრიორიტეტული მომსახურების უზრუნველყოფა.


„ბაქოს პორტი უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უზბეკური ექსპორტისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფაში შუა დერეფნის მეშვეობით და რეგიონის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად იქცა სატრანზიტო კავშირის გასაძლიერებლად.


ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი ინფრასტრუქტურის ეფექტურობას უზბეკი ექსპორტიორებისთვის. ბოლო წლებში, ამ მარშრუტზე ტვირთების მოცულობა სტაბილურად გაიზარდა, ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი გაფართოვდა და ჩვენი ორი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ოპერატორებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაღრმავდა,“ - აღნიშნა ტეშაბაევმა.