თურქეთმა ოფიციალურად აიღო ვალდებულება, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საზღვაო (საზღვაო ძალების) კომპონენტს. ეს გადაწყვეტილება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა, კიევში ვიზიტისას, უკრაინელ კოლეგა ანდრიი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
სამკომპონენტიანი გეგმა: უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო საერთაშორისო გარანტიები, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად განიხილება, მოიცავს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმართულებებს. თურქეთმა საკუთარ თავზე სწორედ საზღვაო მიმართულების ლიდერობა აიღო.
ჰაკან ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი კონფლიქტში არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალ სტრატეგიულ მიდგომებს იკვლევს და რომ მხარეებთან და შუამავლებთან ახალი იდეები განიხილება.
ფიდანმა ხაზი გაუსვა ასეთი შეხვედრების შეუფერხებლად გაგრძელების მნიშვნელობას.
„ის ფაქტი, რომ ომი გრძელდება, არ ნიშნავს, რომ ამ ფორმატში მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება,“ - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანვე განმარტა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის მომლაპარაკებლები ჩაერთნენ იმის დასადგენად, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს უფრო საბოლოო და ხელშესახები შედეგის მისაღწევად.
„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ომი კვლავ გრძელდება და ესკალაციის რისკი იზრდება,“ - განაცხადა ფიკანმა.
თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს თავდაპირველად, ომის პირველ კვირებში და შემდეგ 2025 წლის შუა პერიოდში უმასპინძლა.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ომი შავ ზღვაში გაფართოვდეს“
ფიდანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გავრცელების რისკი, რომლის შესახებაც გაფრთხილებით, თურქეთი ომის დაწყებიდან გამოდიოდა, სერიოზულ საფრთხედ რჩება.
მანვე აღნიშნა, რომ დაძაბულობის ესკალაცია სხვადასხვა გზით გრძელდება და რომ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამწვავა ეს შეშფოთება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ომი შავ ზღვაში გადაიტანონ.“ „შავ ზღვაში პორტების, ტანკერების და სათევზაო ნავების მიზანში ამოღება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, არ შეიძლება, გამართლებული იყოს,“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შავ ზღვაში ნავიგაციის მნიშვნელობაზე საუბრისას ფიდანმა განმარტა: „შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება და კომერციული უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს საკითხი რუსულ მხარესთან განვიხილე მოსკოვში ვიზიტის დროს და ასევე ჩემს პატივცემულ კოლეგასთან. ამ საკითხს კვლავ დავაყენებ დღეს მთელი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის.“
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი ომის დასრულებაა.
„თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უკრაინის, რუსეთისა და ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კრიტიკულ სფეროში შეიძლება, გამოცხადდეს [ომის დროს] მორატორიუმი და ეს სამიზნეებიც შეიძლება დაივიწყონ.“
„რა არის ეს? შავი ზღვის უსაფრთხოება და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენი ალტერნატიული წინადადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით მხარეების მიერ განსახილველად, მაგიდაზე რჩება. უკრაინულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან სერიოზული საერთო გაგება აქვს,“ - აღნიშნა ფიდანმა.
„თურქეთი დათანხმდა საზღვაო კომპონენტის ხელმძღვანელობას“
ფიდანის თქმით, ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რაც მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს.
„თურქეთი დათანხმდა საზღვაო კომპონენტის ხელმძღვანელობას და ამ საკითხზე ჩვენს მოკავშირეებთან საერთო გაგება გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმვის ძალისხმევას შესაბამისი მოკავშირე ქვეყნების საზღვაო ძალებიც მიმართავენ.“
„ორმხრივი ვაჭრობა იზრდება მიმდინარე ომის მიუხედავად“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობები კვლავ ღრმავდება და რომ თურქულმა კომპანიებმა ქვეყანაში ოპერაციების უზრუნველყოფა განაგრძეს მიმდინარე ომის მიუხედავად.