უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიხაილო ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ოლექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ „არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება.“
ზელენსკი აცხადებს, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
,,გუშინ და დღეს ბევრი კონსულტაცია იყო. რა თქმა უნდა, მესმის რას ამბობს ხალხი. დღეს დიდხანს ვისაუბრე მიხაილო ფედოროვთან. დღეს ასევე ვისაუბრე [მთავარსარდალ] ოლექსანდრ სირსკისთან. არმიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები შემუშავდება,” - წერს ზელენსკი.
Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს.
ამ კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, რასაც კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ფედოროვმა პოსტის დატოვების შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა სირსკი და განაცხადა, რომ მას სირსკის და გენერალური შტაბის უფროსის ანდრი გნატოვის შეცვლა სურდა.