2026 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ მართავს. მატჩი ავსტრალიაში იმართება.
ცნობისთვის, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე თამაშობს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში იმართება. მსოფლიო თასის საგზური გუნდმა მალტაში, აპრილში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.