- „ჰამასი“ ეთანხმება ტრამპის გეგმას განიარაღების შესახებ. ამის შესახებ BBC-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ისრაელს კი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. „ჰამასმა“ შეთანხმების მიღწევა დაადასტურა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰამასის „სრული განიარაღების“ შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მისი განცხადებით, ეს არის მონუმენტური ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.
„ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს “მშვიდობის საბჭოსთან“ პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რასაც იმსახურებს. ღაზის სექტორის ტერორისტული თავდასხმების ბაზად აღარ გამოიყენებენ,“ - აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში.
„შეთანხმება შესრულდება ფრთხილად სტრუქტურირებულ ეტაპებად. განიარაღების დასრულების შემდეგ, ისრაელის ძალები გავლენ და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები იმუშავებენ პალესტინის ახალ საპოლიციო ძალებთან ერთად, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ღაზას უსაფრთხოებაზე მისი მაცხოვრებლებისა და მეზობლებისთვის“, - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის შუამავალ ქვეყნებს : ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს. „მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს - მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომელთა დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა. საფრთხე, რომელიც 7 ოქტომბერს ღაზადან გაჩნდა, აღარ აღდგება! ამ შეთანხმების თანახმად, ღაზა საბოლოოდ პალესტინის ახალი მთავრობის ხელში აღმოჩნდება, რომელიც თავის ხალხს ემსახურება,“ - წერს ტრამპი.
ისრაელის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს ჯერ კიდევ ტრამპის საჯარო განცხადებამდე განუცხადა, რომ ისრაელი შეთანხმებას არ გაიზიარებს.
2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე „ჰამასის“ თავდასხმას, ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.