ზელენსკი: არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ომის შესაჩერებლად სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არ დაეცემა, მიაღწევს თავის მშვიდობას და წარმატებას. მან ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინისთვის ყველა გეგმაში პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მტერმა დაითვალა უკრაინის რესურსები, მარაგი, აღჭურვილობა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რა იყო მთავარი — ხალხი — უკრაინის დამოუკიდებლობის უდიდესი მიღწევა. ხალხი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ხალხი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას. ხალხი, რომელსაც არ სურს რუსეთის აქ ყოფნა და რომელიც კბილებით იბრძვის მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის.“


ზელენსკის თქმით,რუსეთს მშვიდობა არ სურს - მას მობილიზაცია სურს.


„პუტინი იმედოვნებს, რომ ჩვენ დავიღალეთ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი ამისთვის დრო აღარ ექნება. შენ გსურდა, რომ უკრაინა რუკიდან წაგეშალა, ახლა კი მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ ხარ. 27 წლის განმავლობაში რუსეთის მეთაური სიდიადის შესახებ საუბრობდა, ახლა რუსეთი კი ბენზინის რიგში დგას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მისი თქმით, უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა და მსოფლიომ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ.


„მოხარული ვარ, რომ აშშ-მ ყველა ილუზია დაკარგა იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს ამ ომის დასრულება. მჯერა, რომ ამერიკა ყველა წინააღმდეგობასა და ფობიას დაძლევს რუსეთთან დაკავშირებით. რუსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა უნდა მოხდეს. უკრაინას ყველაფერი უნდა მიეცეს, რაც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს. არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ. მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


როგორც ზელენსკიმ ამავე მიმართვაში განაცხადა, ჩინეთმა უნდა დაამტკიცოს თავისი ამბიცია, იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, არამხოლოდ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად, არამედ როგორც ცივილიზაცია  „ნათლად რომ ვთქვათ, არცერთ დიქტატორს არ აქვს უფლება, პლანეტას ძველი ქობინებით დაემუქროს.“