BBC-ის ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ხსენებული ზომა პარიზის ცენტრის გარკვეულ ნაწილებში ამოქმედდა.
ახალგაზრდების გადაადგილებისა და შეკრებების შეზღუდვის სხვა ზომები დაწესდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ბორდო, ნიცა და ლიონი (ქვეყნის სამხრეთში), ასევე ლილი და სხვა ქალაქები ჩრდილოეთ საფრანგეთში. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დაწესების საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ სად იქნება ეს საჭირო.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს ადგილზე მიიღებენ საფრანგეთის რეგიონებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
ოფიციალური პირების განცხადებით, არეულობის დაწყების შემდეგ 2500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ერთ-ერთ დემონსტრანტს პოლიციის მიერ ხალხის მასის გასაფანტად გამოყენებულმა ხელყუმბარამ ხელი მოგლიჯა. დაშავდა დაახლოებით 1000 პოლიციელი.
საპროტესტო აქციები გასულ თვეში დაიწყო: სტუდენტები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და მასში სხვადასხვა სახის მოთხოვნები გაერთიანდა; დემონსტრაციებს კი პროფკავშირები და სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფებიც შეუერთდნენ.