Reuters: აბუ-დაბის პოლიციამ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, 10 ადამიანი დააკავა

აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ 10 ადამიანი დააკავა.


ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. არიან თუ არა დაკავებულებს შორის თავად მერაბ დვალიშვილი და მისი თანხმლები საბა ლაზიშვილი, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის.

თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დვალიშვილიც და ლაზიშვილიც ამ დრომდე რჩებიან პოლიციის განყოფილებაში.


12 ნოემბერს საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყვა ვიდეო:

„სამწუხაროდ, ჩემი ძმა, საბა და მერაბი, ორივენი ამ დრომდე ციხეში არიან. ჯერ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, 48 საათის განმავლობაში იყვნენ.“


სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს იძლევა, რა დროსაც მას ზურგიდან უახლოვდება ნურმაგომედოვი და კიდევ რამდენიმე პირი. 

ნურმაგომედოვმა დვალიშვილს სახეში დაარტყა, რასაც ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოჰყვა.


„აბუ-დაბის პოლიციამ დააკავა რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; ინციდენტს წინ უძღოდა მათ შორის არსებული უთანხმოება,“ — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მისივე თანახმად, ასევე დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი გადაიღეს, “მათ მიმართ საჭირო სამართლებრივი ზომები გაატარეს.“


Real American Freestyle იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი შაბათს აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს.