Sky News: დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, გამოცხადდა საჰაერო განგაში

აშშ-ის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ მათ რეაგირება მოახდინეს „უნებართვო უპილოტო საფრენი აპარატების საეჭვო აქტივობაზე“ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ლეიკენჰითის ბაზასთან.


აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის შედეგად არც თვითმფრინავები და არც ბაზის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

მომხდარს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ ბაზაზე სირენები ჩაირთო.


როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, უწყება „კოორდინაციას უწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.“

ლეიკენჰითის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების 48-ე ფრთაა განლაგებული.


მასში თითქმის შვიდი ათასი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ნაწილი ბაზაზე მუდმივად იმყოფება.


SKy News-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა.

გამოცემის ინფორმაციით, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს „არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობის“ გამო, თავშესაფრებში გადასვლა უბრძანეს.

დრონების აქტივობის გამო ბაზაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.


RAF Lakenheath-ის ბაზაზე დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმაც დაადასტურა.


„საღამოს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალმა რეაგირება მოახდინა RAF Lakenheath-ის თავზე არასანქცირებული დრონების სავარაუდო აქტივობაზე. პერსონალი არ დაშავებულა, ასევე, თვითმფრინავები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა,“ - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.