თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტიის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.
პარტიის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გათვალისწინებით, ახალი პარტია ყველაფრისთვის მზად არის.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: სოფო ვერძეული, გოტა ჭანტურია, ვახტანგ [ვახუშტი] მენაბდე, ლევან ლორთქიფანიძე, ლელა გაფრინდაშვილი, თამარ ონოფრიენკო, მერაბ ქართველიშვილი, მარი იაკობიძე, ნიკოლოზ წიქარიძე, ივანე აბრამაშვილი, მაია ბარქაია, ფიქრია ქიქოძე, გიორგი [გუგა] დუდუჩავა, სოფო ბასილაძე, ვერა გოგოხია და გია ჭანტურია.
კანონის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მიმართოს. სააგენტოს საკითხის გადასაწყვეტად ერთი თვის ვადა აქვს.