იორდანიამ და ერაყმა „ტელეგრამი“ დაბლოკეს

იორდანიამ „ტელეგრამი“ (Telegram) აკრძალა. გადაწყვეტილებას, გასულ თვეში ეკლესიაზე მომაკვდინებელი თავდასხმა უძღოდა წინ. იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის განცხადებით, აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას „ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის გავრცელების მცდელობებისგან.“ უწყების ცნობით, ეს ყველაფერი „საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.“ 2022 წლის დეკემბერში იორდანიამ ასევე აკრძალა „ტიკტოკი“ (TikTok) — იმ ვიდეოების გამო, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, „მკვლელობასა და ქაოსს უწყობდა ხელს.“


 ერაყმა კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა

ერაყის მარეგულირებლის განცხადებით, აკრძალვის მიზანია, ზეწოლა მოახდინოს Telegram-ზე, რათა მან გადახედოს ერაყთან დაკავშირებულ კონტენტს და „მიიღოს ზომები დარღვევების თავიდან ასაცილებლად.“ უწყებამ Telegram-ს მოთხოვნების შესასრულებლად 30-დღიანი ვადა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ზომები იქნება მიღებული ამ ვადის გასვლის შემდეგ.